ტელფერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:37, 28 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტელფერი (ბერძ. tele შორს და phero მიმაქვს) – ტვირთის ასაწევი მანქანა (ჯალამბარი), რომელიც მოძრაობს დაკიდებულ რელსზე. შედგება ელექტროძრავისა და ბაგირის დამჭიმი დოლისაგან. გამოიყენება ტვირთის ვერტიკალური ან ჰორიზონტალური გადაადგილებისათვის.