ტელფერი (ბერძ. tele შორს და phero მიმაქვს) – ტვირთის ასაწევი მანქანა (ჯალამბარი), რომელიც მოძრაობს დაკიდებულ რელსზე. შედგება ელექტროძრავისა და ბაგირის დამჭიმი დოლისაგან. გამოიყენება ტვირთის ვერტიკალური ან ჰორიზონტალური გადაადგილებისათვის.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი