ამწევი ძალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:12, 28 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამწევი ძალა – სითხის ან აირულ გარემოში მოქმედი ძალის შემდგენი, რომელიც მოქმედებს სხეულის მოძრაობის მართობულად. ამწევი ძალა წარმოიშობა ხსნარში ასიმეტრიული გარსშემოდინების შედეგად; Y = CyρV2S/2, სადაც ρ – გარემოს სიმკვრივე; V – სხეულის სიჩქარე; S – ფართობის მახასიათებელი (მაგ., თვითმფრინავის ფრთის ფართობი გეგმაში); Cy – უგანზომილებო კოეფიციენტი. ამწევი ძალა დამოკიდებულია სხეულის ფორმაზე, მის ორიენტაციაზე მოქმედების მიმართულებით. ძალზე მნიშვნელოვანია საფრენ აპარატებში, გემებში, ფრთიან მანქანებსა (ღერძული კომპრესორი, ტუმბო) და სხვა.