სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი - სტპ (scientific-technical progress) - მეცნიერებისა და ტექნიკის ერთიანი, ურთიერთგანპირობებული, თანმიმდევრული განვითარება. სტპ-ის I ეტაპი უკავშირდება მანუფაქტურულ წარმოებას (XVI-XVIII სს.), II ეტაპი - მანქანური ინდუსტრიის განვითარებას (XVIII ს.-ის ბოლოდან), - III ეტაპი - სამეცნიერო-ტექნიკურ რევოლუციას (XX ს.-ის 50-იანი წლებიდან), რომლის საფუძველზე მოხდა საზოგადოებრივი წარმოების არნახული დივერსიფიკაცია. თანამედროვე პირობებში სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი სტპ-ის განვითარებული ფორმაა.