ავტონომიური ინვესტიცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:16, 29 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავტონომიური ინვესტიცია - (autonomous investment) - კაპიტალდაბანდება, რომელიც არ არის დაკავშირებული შემოსავლების დონის ცვლილებასთან. ასეთი ინვესტიციების მაგალითად გამოდგება სახელმწიფო კაპიტალდაბანდებები, ის ინვესტიციები, რომლებიც ხმარდება გამოგონებებს, აგრეთვე გრძელვადიანი ინვესტიციების ის ნაწილი, რომელთა ანაზღაურება სწრაფად არ ხდება.