ინვესტიცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინვესტიცია - (investment, <ლათ. investire შემოსვლა), კერძო სექტორის ან სახელმწიფოს გრძელვადიანი კაპიტალდაბანდება ქვეყნის შიგნით ან საზღვარგარეთ:

  1. დაბანდება რეალურ ძირითად კაპიტალსა და მატერიალურ-სასაქონლო მარაგში წარმოების განვითარებისათვის;
  2. დაბანდება ფინანსურ აქტივებში (დეპოზიტში, ფასიან ქაღალდებში) შემოსავლის მიღების მიზნით.

ინვესტიციები მატერიალური, ტექნიკური, ფინანსური და ინტელექტუალური ფასეულობების გრძელვადიანი დაბანდებაა ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სფეროში მოგების ან სოციალური ეფექტის მიღების მიზნით. თანამედროვე ეკონომიკაში ინვესტიციების დიდი ნაწილი ფასიანი ქაღალდებითაა წარმოდგენილი.

პორტფელის ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში გათვალისწინებულია მხოლოდ შემოსავლის მისაღებად, პირდაპირი - კომპანიის მმართველობაში მონაწილეობისათვის. ინვესტიციები ძვირფას ლითონებში, მიწაზე ან სხვა უძრავ ქონებაში ხორციელდება ინფლაციისა და ფულადი რეფორმისაგან ფულადი სახსრების დაცვის მიზნით. ინვესტიციების სიდიდე განისაზღვრება იმ პროექტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ დადებით წმინდა დისკონტირებულ ღირებულებას ან შემოსავლების შიდა განაკვეთს. პირველ მაჩვენებელს ეწოდება წმინდა დისკონტირებული ღირებულების კრიტერიუმი, ხოლო მეორეს - კაპიტალდაბანდების ზღვრული ეფექტიანობის კრიტერიუმი.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები