ტექნიკური პროგრესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტექნიკური პროგრესი - (technical progress) - ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი; იძლევა მეტი პროდუქციის გამოშვების საშუალებას წარმოების პროცესში გამოყენებული კაპიტალის უცვლელი რაოდენობის პირობებში. ტექნიკური პროგრესი განივთდება ძირითად კაპიტალში. იყოფა შრომადამზოგველ, ნეიტრალურ და კაპიტალდამზოგველ ტექნიკურ პროგრესად.