პროდუქციის გამოშვება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პროდუქციის გამოშვება - (output) - რესურსების დოვლათად გარდაქმნის საბოლოო პროცესი. არ არის აუცილებელი პროდუქციის გამოშვება ზუსტად ემთხვეოდეს სარგებლიანობის მომტან დოვლათს: პროდუქცია შეიძლება ფლობდეს ნულოვან და ზოგჯერ უარყოფით საბაზრო ფასსაც კი. არ არის აუცილებელი პროდუქციას ჰქონდეს ნივთობრივი ფორმა. სამედიცინო და საგანმანათლებლო მომსახურებაც პროდუქციაა. პირველი ჯანდაცვის ინდუსტრიის შედეგია, ხოლო მეორე - განათლების სისტემის საქმიანობისა.