რესურსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რესურსი (ფრ. – ressource)
- რაიმეს მარაგი.
- ფულადი სახსრები.
- ტექნიკური მოწყობილობის (მანქანის, სისტემის) ნამუშევარი იქამდე, სანამ ეს მოწყობილობა მიაღწევს ზღვრულ მდგომარეობას, რომლის დროსაც მისი შემდგომი ექსპლუატაცია შეუძლებელია ან არ არის სასურველი ეფექტურობის შემცირების ან ადამიანისათვის გაზრდილი საფრთხის გამო (სხვანაირად: ტექნიკური რესურსი).