ტექნოპარკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:05, 2 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტექნოპარკი - (industrial park) - მაღალტექნოლოგიური პარკი. სათავეს იღებს XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, როდესაც აშშ-ში, კალიფორნიის შტატში სტენფორდის უნივერსიტეტთან შეიქმნა სამეცნიერო პარკი და საფუძველი ჩაეყარა მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მეცნიერულ კვლევა-ძიებას. ამჟამად აშშ-ში 160-ზე მეტი ტექნოპარკია, რაც მსოფლიოში არსებული ტექნოპარკების 30%-ს შეადგენს.

ევროპაში ტექნოპარკები გამოჩნდა 70-იანი წლების დასაწყისში. ერთ-ერთი პირველთაგანებია ედინბურგში ჰერიოტუაიტის უნივერსიტეტის კვლევითი პარკი, ტრინიტის სამეცნიერო პარკი კემბრიჯში და ა.შ.

80-იანი წლებიდან ტექნოპარკები იქმნება კანადაში, სინგაპურში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ჩინეთში. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ჩინეთში, სადაც 50-ზე მეტი ტექნოპარკია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მათ განვითარებას. ეროვნულ ტექნოპარკებს მილიარდობით მოგება მოაქვთ ქვეყნისათვის. ტექნოპარკებს ზოგჯერ კლასტერებსაც უწოდებენ.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები