ერთობლივი მიწოდების ელასტიკურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:41, 6 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ერთობლივი მიწოდების ელასტიკურობა - (elasticity of aggregate supply) - მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს ეკონომიკაში ერთობლივი მიწოდების მოცულობის შემთვისებლობას საქონლისა და მომსახურების ფასების დონის ცვალებადობასთან. თუ ერთობლივი მიწოდების მოცულობის პროცენტული მატება სჭარბობს პროცენტებში გამოხატულ ფასების ზრდას, მაშინ ასეთი მიწოდება ელასტიკურია (ES>1); თუ ერთობლივი მიწოდების მოცულობის პროცენტული გადიდება ტოლია პროცენტებში გამოხატული ფასების ზრდისა, მაშინ მიწოდების ელასტიკურობა 1-ის ტოლად ითვლება (ES=1); მიწოდება არაელასტიკურია, როდესაც ფასების მატება სჭარბობს ერთობლივი მიწოდების მოცულობის ზრდას (ES<1).