იურიდიული პირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 8 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იურიდიული პირი - (juridical, legal person), ფირმა, ორგანიზაცია, გაერთიანება და ა.შ., რომელიც კანონით ითვლება სამოქალაქო სამართლისა და ვალდებულების სუბიექტად, ე.ი. შეუძლია დამოუკიდებლად მოიპოვოს ქონებრივი უფლება, აიღოს ვალდებულებები და იყოს პასუხისმგებელი სასამართლოსა და არბიტრაჟის წინაშე. ყოველ იურიდიულ პირს თავისი სახელწოდება აქვს. ეს სტატუსი შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა საქველმოქმედო, საზოგადოებრივ და ა.შ. ორგანიზაციასაც, რომელთა მიზანიც მოგების მიღება არ არის.