იჯარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:59, 8 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იჯარა − (lease, არაბ. - გასამრჯელო სამუშაოსათვის), ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ერთი მხარე (მეიჯარე) აძლევს თავის ქონებას (მიწას, შენობა-ნაგებობებს, მანქანა-დანადგარებსა და ა.შ.) მეორე მხარეს (მოიჯარეს) დროებით უფასო სარგებლობისათვის. შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებული შემოსავალი, არენდისაგან განსხვავებით, გადადის მეიჯარის (ქონების მესაკუთრის) საკუთრებაში, ხოლო ეს უკანასკნელი სამუშაოს შესრულებისათვის მოიჯარეს უხდის საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის საფასურს, გასამრჯელოს.