კლეიტონის კანონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:03, 8 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კლეიტონის კანონი - (Claiton Act) - მიღებულ იქნა აშშ-ში 1914 წელს, მიზნად ისახავდა, შრომის კანონიდან გამომდინარე, ანტიტრესტულ კანონმდებლობაში არსებული დარღვევების კონკრეტულ განსაზღვრას და მათ აღმოფხვრას. კერძოდ, კანონი კრძალავდა:
- ფასისმიერ დისკრიმინაციას, რომელიც აფერხებდა კონკურენციას და აძლიერებდა მონოპოლიებს;
- ერთი კომპანიის მიერ მეორე კომპანიის აქციების შეძენას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებდა კონკურენციას და ერთდროულად განაპირობებდა კონკურენტ-კომპანიებში ერთი და იგივე პირების მიერ ხელმძღვანელი პოსტების დაკავებას. იგი გამორიცხავდა შრომის ბაზარს ანტიტრესტული კანონმდებლობის მოქმედების სფეროდან.