კურტაჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:25, 9 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კურტაჟი - (courtage, ფრანგ. courtage კომერციული გასამრჯელო), გასამრჯელო, რომელსაც იღებს მაკლერი ბირჟის წევრებისაგან - ბროკერებისაგან, დილერებისაგან, მათ შორის გარიგებების დაფიქსირებისათვის. კურტაჟი გაიცემა ოპერაციის განხორციელების შემდეგ, როგორც წესი, ორივე მხრიდან თანაბარი ოდენობით. მაგ., თუ კურტაჟი 0,4%-ს შეადგენს, მაშინ თითოეული მხარე 0,2%-ს იხდის.