ლევერიჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 9 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლევერიჯი - (leverage) - მიკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს თანაფარდობას ნასესხ და საკუთარ სახსრებს შორის და ადგენს ფირმის მთელ საინვესტიციო კაპიტალში (ფასიანი ქაღალდების ჩათვლით ფიქსირებული პროცენტით) გრძელვადიანი დავალიანების წილს. ამ მაჩვენებლით აქცენტი კეთდება საინვესტიციო კაპიტალის სტრუქტურაში გრძელვადიანი დავალიანების წილზე, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარამეტრზე. რაც უფრო მაღალია მისი წილი, მით უფრო მაღალია ფირმის ლევერეჯი და, აქედან გამომდინარე, მასთან დაკავშირებული საინვესტიციო რისკი; კრედიტის გამოყენება პირადი სპეკულაციური შესაძლებლობების გასაფართოებლად.