ფრუიძე ირინე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:52, 12 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ირინე ფრუიძე – დაიბადა 1976 წლის 15 ოქტომბერს ქ. თბილისში. — ექიმი, ფსიქოლოგი, პოლიტიკოსი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ზოგადი პროფილის ექიმი (1993–2000); თბილისის პოლიტოლოგიისა და ადამიანთმცოდნეობა-სოციოლოგიის ინსტიტუტი, სამედიცინო ფსიქოლოგია (2000–2004).
სამუშაო გამოცდილება
- შპს „გეტა", სამედიცინო მარკეტინგის მენეჯერი (2001-2002)
- საერთაშორისო სამოქალაქო სამსახური, პროექტრის მენეჯერი (2002-2003)
- თბილისის საკრებულო, ექსპერტ-კონსულტანტი (2004-2006)
- საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია, თემში ინვესტირების პროგრამის მენეჯერი (2006-2009)
- „ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერების პროექტის“ მენეჯერი, საქართველოს სკაუტთა მოძრაობის ორგანიზაცია (2010-2012)
- „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის“ მენეჯერი, საქართველოს სკაუტთა მოძრაობის ორგანიზაცია (2012-2015)
- ტრენინგცენტრი „ბიმარკი“, ტრენერი (2013-2016)
- ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი (2014-)
- საქართველოს სკაუტთა მოძრაობის ორგანიზაცია, კონსულტანტი (2015-2016)
- საქართველოს სკაუტთა მოძრაობის ორგანიზაცია, სტრატეგიული განვითარების და ფონდების მოზიდვის მენეჯერი (2015)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.