მცირე ქვეყნები (ეკონომიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:45, 14 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„მცირე ქვეყნები“ - (small countries), ღია ეროვნული ეკონომიკები, რომლებიც ზოგიერთი სახის საქონლისა და მომსახურების ფასების განსაზღვრისას მსოფლიო ბაზრის ფასებს იყენებენ. ერთსა და იმავე ქვეყანას შეუძლია უკარნახოს მსოფლიო ბაზარს ფასები საქონლის ცალკეულ ჯგუფებზე და წარმოადგენდეს „მცირე ქვეყანას” საქონლის სხვა ჯგუფებზე მსოფლიო ფასების ფორმირებისას ანუ მიიღოს სხვის მიერ დადგენილი მსოფლიო ფასები.