მსოფლიო ფასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსოფლიო ფასი – (world market price), ფასი, რომელიც გამოიყენება მსოფლიო ბაზარზე საქონლისა და მომსახურების რეალიზაციისას. საერთაშორისო ვაჭრობის პრაქტიკაში მსოფლიო ფასი ჩვეულებრივ არის ამა თუ იმ სახის საქონლის უმსხვილესი გამყიდველებისა და მყიდველების გარიგების ან ძირითადი მსოფლიო სავაჭრო ცენტრების (მაგ., ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟის, ნიუ-იორკის ბამბის ბირჟის, ლონდონის ლიონის ბირჟის და ა.შ.) ფასი. თანამედროვე მსოფლიო ბაზრისათვის დამახასიათებელია ერთსა და იმავე საქონელზე მრავალგვარი ფასი, რაც განპირობებულია ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ხასიათის ფაქტორებით (საბაჟო და საგადასახადო ბარიერი, სახელმწიფო პროტექციონიზმი, ვაჭრობის განსაკუთრებული პირობები თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში). ამიტომ გარკვეულ პერიოდში ამა თუ იმ რეგიონში განსაზღვრულ საქონელზე რეალური ფასი შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს მსოფლიო ფასისაგან.

არსებობს მსოფლიო ფასის რამდენიმე სახეობა: სავაჭრო გარიგებებისას − ფასები თავისუფლად − კონვერტირებადი ვალუტის გადახდით; სავაჭრო გარიგებებისას − ფასები არაკონვერტირებადი ვალუტის გადახდით; კლირინგული შეთანხმების ფასები; არასავაჭრო ოპერაციების ფასები; ტრანსფერული ფასები.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები