რესტრუქტურიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:16, 15 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რესტრუქტურიზაცია - (restruqturing) – კონტროლირებადი პროგრამა, შედგენილი საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის საწარმოს საქმიანობის სფეროს, ან საქმიანობის წარმართვის ხერხებს.
რესტრუქტურიზაციის მაგალითებია ასევე:
საქმიანობის ნაწილის გაყიდვა ან შეწყვეტა;
საქმიანობის დახურვა რომელიმე ქვეყანაში ან რეგიონში;
საქმიანობის გადატანა ერთი ქვეყნიდან ან რეგიონიდან მეორე ქვეყანაში ან რეგიონში;
მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილება;
ფუნდამენტური რეორგანიზაცია, რომელიც არსებით გავლენას მოახდენს საწარმოს საქმიანობის ხასიათსა და მიმართულებაზე.
ბოლო ხანებში ეს ტერმინი გამოიყენება ვალებთან მიმართებაში - ვალების რესტრუქტურიზაცია, რაც ნიშნავს ახალი პირობებისა და ვადების განსაზღვრას ვალის დაფარვასთან მიმართებაში.