რეფინანსირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:23, 15 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეფინანსირება - (refinancing), ძველი გრძელვადიანი ვალის დაფარვა ახალი გრძელვადიანი სესხის დახმარებით. ვთქვათ, კომპანიას სამი წელი დარჩა ხუთი წლით აღებული 50 ათასი დოლარი კრედიტის (წლიურად თანაბარი გადახდის პირობით) დასაფარავად. დარჩენილი 30 ათასი დოლარი მან შეიძლება დაფაროს ახალი ხუთწლიანი ობლიგაციების გამოშვების გზით.