სამხედრო წარმოების კონვერსია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:23, 16 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო წარმოების კონვერსია − (ლათინური convesio – შეცვლა, გარდაქმნა) მრეწველობის თავდაცვითი დარგების საწარმოო სიმძლავრეების, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის და შრომითი რესურსების ნაწილობრივი ან სრული ორიენტაციის შეცვლა და გამოთავისუფლება სამხედრო საჭიროებებისგან სამოქალაქოზე გადასასვლელად. მისი გამოხატულებაა მატერიალურ-ნივთიერი, საფინანსო, ადამიანების და სხვა რესურსების გამოყენების მასშტაბების მნიშვნელოვანი შემცირება სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შექმნისა და წარმოების პროცესში. ხორციელდება ომების დამთავრების შემდეგ პრაქტიკულად ყველა მეომარ ქვეყანაში.