საშემოსავლო გადასახადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:56, 16 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საშემოსავლო გადასახადი – (income tax), როგორც წესი, პროგრესიული გადასახადი, რომლითაც იბეგრება დაუბეგრავ მინიმუმს ზევით ფიზიკურ პირთა გასული წლის ერთობლივი შემოსავლები. აიკრიფება ერთჯერადი გადახდის სახით. მისი განაკვეთი წლიური შემოსავლის სიდიდის მატებასთან ერთად იზრდება.
საქართველოში 2005 წლის 1 იანვრიდან აღარ არსებობს დაუბეგრავი მინიმუმი, საშემოსავლო გადასახადი აღარ არის პროგრესიული გადასახადი, მისი განაკვეთი იყო ფიქსირებული 12%. 2008 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა სოციალური გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი გახდა 25%, ხოლო 2009 წლის 1 იანვრიდან − 20%.