ჩანტლაძე ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:10, 19 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Chantladze.PNG

ჩანტლაძე ვასილ - (1905- 1995) (Chantladze Vasil) - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), წევრ-კორესპონდენტი (1974), ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966). დაამთავრა თსუ სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი (1927), მოღვაწეობდა თსუ-ში 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე: იყო ფინანსებისა და კრედიტის კათედრის დოცენტი (1930-1958), პროფესორი, გამგე (1967-1985). ვ. ჩანტლაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ფინანსური მეცნიერებისა და ახალი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ სულხან-საბა ორბელიანის ფიზიოკრატული შეხედულებები პირველად სამი საუკუნის შემდეგ გამოიკვლია ვ. ჩანტლაძემ. ძირითადი ნაშრომებია: „სამეურნეო ანგარიშიანობა და დაკრედიტება“. თბ., 1937; „სულხან-საბაორბელიანის ეკონომიკური შეხედულებები“. თბ., 1959; „ფინანსური მეცნიერების საგანი და ამოცანები“ თბ., 1966; „ფინანსების თეორიის საკითხები“. თბ., 1979 (რუსულ ენაზე); „შოთა რუსთაველის ეკონომიკური შეხედულებები“. თბ., 1992 და სხვ.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები