კანდელაკი ზაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზაზა კანდელაკი – (ZAZA KANDELAKI) 2005-2006 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 2013-2018 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში – აკრედიტებული ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროში; 2018-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში – აკრედიტებული ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკაში
დაიბადა 1958 წლის 28 იანვარს თბილისში, საქართველო
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1980).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას;
- მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში 1991 წლიდან;
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით;
- საგანგებო დავალებათა ელჩი (1999-2003);
- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (2003-2005);
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2005-2006).