ბილჰარციელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბილჰარციელა - (Bilharziella; გერმანელი მეცნიერის ბილჰარცის პატივსაცემად) – ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Schistosomatata-ს ქვერაზმს. Bilharziella polonica (ლათ. polonica პოლონური) – სახეობა, პარაზიტობს იხვის, ბატის, გარეული წყალმცურავი ფრინველების ღვიძლის, ჯორჯლის, ფილტვებისა და სხვა ორგანოების სისხლძარღვებში. ბიოჰელმინთი. შუალედ. მასპინძ. – მტკნარი წყლის მოლუსკები (პლანორბიდები, ლიმნეიდები, ბითინიები და სხვ.). ბილჰარციელა სქესგაყოფილი ტრემატოდაა.