ბილჰარციელოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბილჰარციელოზი - (Bilharziellosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Bilharziella + ბერძნ. osis დაავადება) – ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ტრემატოდა – Bilharziella polonica პარაზიტობს იხვის, ბატის, გარეული წყალმცურავი ფრინველების ჯორჯლის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმელების, ფილტვების, ელენთის, გულისა და სხვა ორგანოების სისხლძარღვებში. სიმპტ.: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის მოშლა; სკორე – თხიერი, მყრალი სუნით; სუნთქვა – გართულებული; ცხვირიდან და თვალიდან დიდი რაოდენობით გამონადენია, რომელიც აწებებს ქუთუთოებს; რქოვანა – შემღვრეული.