ბოთრიოცეფალოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 21 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოთრიოცეფალოზი - (bothriocephalosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Bothriocephalus + ბერძნ. osis დაავადება) – კობრისებრთა თევზების ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ლენტურა (ცესტოდა) – Bothriocephalus acheilgnathi პარაზიტობს ნაწლავებში. გავრცელებულია სატბორე მეურნეობებსა და წყალსაცავებში. ყველა ასაკის თევზი ავადდება ქრონიკული ფორმით. სიმპტ.: დაავადებული თევზი გამხდარი და მოდუნებულია, არ იღებს საკვებს, ცურავს წყლის ზედაპირულ ფენებში და სუსტად რეაგირებს ადამიანის მიახლოებაზე. კანის საფარველი და ლაყუჩები ანემიურია, მუცელი – ჩამოწეული და შებერილი, ზურგი – ამობურცული, თვალები – ჩაცვენილი. დაავადების გამავრცელებელია უფროსი ასაკის თევზი, რომელიც პარაზიტმატარებელია.

წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები