ბუნოსტომოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:53, 22 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუნოსტომოზი - (bunostomosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Bunostomum + osis დაავადება) – მცოხნელ ცხოველთა ჰელმინთოზი. აღმძვრელები– Bunostomum-ის გვარის ნემატოდები წვრილ ნაწლავებში პარაზიტობენ. ბ. გავრცელებულია ყველგან. უპირატესად ავადობს ცხვრის მოზარდეული. სიმპტ.: სხეულის ტემპერატურის მატება, ხილული ლორწოვანი გარსების ანემია, მადის თანდათან გაუარესება, შეშუპებებისადა ჰიდრემიის განვითარება, გამჭლევება, კახექსია, თხიერი ფეკალი, რომელიც მურა ფერის ლორწოს შეიცავს. ხბოებს აღენიშნებათ: დაუძლურება, მადის დაქვეითება, ბალნის აბურძგვნა, ხილული ლორწოვანი გარსების ანემია, ფაღარათის მონაცვლეობა ყაბზობით, ფეკალში სისხლისა და ლორწოს შემცველობა.

წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები