გიაუროვი ნიკოლაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:41, 2 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ნიკოლაი გიაუროვი -(13. IX. 1929, ველინგრადი 2. VI 2004, მოდენა, იტალია), ბულგარელი მომღერალი (ბანი) ბულგარეთის სრ-ის სახალხო არტისტი. სწავლობდა სოფიის კონსერვატორიაში.

1955 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1955-იდან იყო სოფიის ოპერის სოლისტი. 1955-57 მოსკოვის დიდი თეატრის სტაჟიორი, ხოლო 1957-58 მისი სოლისტი. 1960-იდან გიაუროვი „ლა სკალას“ (მილანი) თეატრის სოლისტი. პარტიები: დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), პიმენი და ვარლაამი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი“), დალანდი (ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“), ფილიპი (ვერდის „დონ კარლოსი“). გასტროლებს მართავს უცხოეთის ქვეყნებში.





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები