თელაზია
თელაზია (Thelazia; ბერძნ. thelazien ძუძუს წოვა) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Spirurata-ს ქვერაზმს. ბიოჰელმინთები. სახეობები:
Thelazia rhodesi (აფრიკის სახელმწიფოს – როდეზიის მიხედვით) – პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის კონიუნქტივალურ პარკსა და მესამე ქუთუთოს ქვეშ. შუალედური მასპინძელი – ბუზები (Musca autumnalis, M.convexifrons, M.larvipara და სხვ.);
Th.guloza (ლათ. gulosa გაუმაძღარი) – პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის საცრემლე ჯირკვლის სადინარებსა და ცხვირ-ცრემლის არხში. შუალედური მასპინძელი – ბუზები (M.autumnalis, M.larvipara და სხვ.);
Th.skrjabini (აკად. კ.სკრიაბინის პატივსაცემად) – პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის საცრემლე ჯირკვლების სადინარებში. შუალედური მასპინძელი – ბუზები (M.autumnalis, M.amica და სხვ.).
აღნიშნულ სახეობათა გარდა ცნობილია – Thelazia lacrimalis, Th. erschovi და Th.callipeda, რომლებიც პარაზიტობენ, შესაბამისად, ცხენის, ღორისა და ძაღლის საცრემლე ჯირკვლის სადინარებში, ცხვირ-ცრემლის არხსა და კონიუნქტივალურ პარკში. ყველა მათგანი თელაზიოზის აღმძვრელია.