თელაზიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:10, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Khdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თელაზიოზი (Thelaziosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Thelazia + ბერძნ. osis დაავადება) – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელებია Thelazia-ს გვარის ნემატოდები. ისინი პარაზიტობენ მესამე ქუთუთოს ქვეშ, კონიუნქტივალურ პარკში, საცრემლე ჯირკვლების სადინარებსა და ცხვირ-ცრემლის არხებში. გავრცელებულია ყველგან, ჩრდილოეთის ქვეყნების გარდა.
სიმპტომები: ცრემლდენა, სინათლისადმი შიში, კონიუნქტივიტი, ქუთუთოების შეშუპება; მძიმე ფორმის დროს – კერატიტის, წყლულებისა და ლიბრის გაჩენა რქოვანაზე. კლ. ნ-ებით გამოხატული თელაზიოზი საძოვრული პერიოდის განმავლობაში ვლინდება.