ლეიშმანია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:24, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Khdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლეიშმანია (Leishmania; ინგლისელი ექიმის ლეიშმანის პატივსაცემად) – უმარტივესების გვარი; მიეკუთვნება Trypanosomatidae-ს ოჯახს. ლეიშმანიები პარაზიტობენ ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის რეტიკულოენდოთელურ უჯრედებში.