ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:31, 13 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ შეთანხმება - (General Agreement on Tariffs and Trade), GATT 1947 წელს შექმნილი ორგანიზაციული სტრუქტურით განმტკიცებული შეთანხმება მსოფლიო ვაჭრობაში ტარიფების შემცირების გზებისა და მეთოდების შემუშავების მიზნით.
1947-1962 წლებში ჩატარებული 7 კონფერენციით GATT-მა ვერ მიაღწია ხელშესახებ შედეგებს. წარმატება მხოლოდ 1967 წელს მოვიდა ე.წ. კენედის რაუნდის პერიოდში, როდესაც შესაძლებელი გახდა სანედლეულო საქონელზე სატარიფო განაკვეთების მკვეთრი შემცირება. GATT-ს 1995 წლის 1 იანვრიდან ეწოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (მსო).