ლიცენზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:18, 13 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიცენზია - (license) [<ლათ. licentia უფლება, ნებართვა]

  1. ოფიციალური ნებართვა, გაცემული სახელმწიფოს მიერ ზოგიერთი სახის სამეურნეო საქმიანობის წარმოებისათვის, საგარეო სავაჭრო ოპერაციების ჩათვლით. ლიცენზია საქონლის ამა თუ იმ ჯგუფის განსაზღვრული რაოდენობის ექსპორტზე ან იმპორტზე სახელმწიფო კონტროლის ერთერთი ფორმაა;
  2. პატენტით დაცული გამოგონების, ტექნოლოგიის გამოყენების უფლების გაცემა განსაზღვრული ვადით - საპატენტო ლიცენზია.

სალიცენზიო შეთანხმების მოქმედების ვადა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. აქედან აღსანიშნავია: პატენტების მოქმედების ვადები და ამ პატენტების რაოდენობა, ლიცენზიის ასათვისებლად საჭირო დრო, სალიცენზიო ობიექტის მორალურად ცვეთის ვადები, საგადასახადო პირობები, ანალოგიურ ან მსგავს პროდუქციაზე სხვა შეთანხმებათა პირობები და ა.შ. საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება სალიცენზიო შეთანხმების სამი ძირითადი სახე: მარტივი, განსაკუთრებული და სრული. მარტივი სახის სალიცენზიო შეთანხმებისას ლიცენზიარი გასცემს და, ამავე დროს, თვითონაც იტოვებს გამოგონების ან «ნოუჰაუს» გამოყენების უფლებას. ამასთან, მას შეუძლია ეს უფლება სხვა დაინტერესებულ პირებსაც გადასცეს ანალოგიური პირობებით. განსაკუთრებული სახის სალიცენზიო შეთანხმებისას ლიცენზიატს ეძლევა გამოგონების გამოყენების განსაკუთრებული უფლება და ლიცენზიარს უკვე აღარ შეუძლია სხვა პირებს ან ფირმებს მისცეს იგი ანალოგიური პირობებით. სრული სახის სალიცენზიო შეთანხმებისას ლიცენზიარი მთლიანად ლიცენზიატს უთმობს გამომგონებლის ყველა უფლებას ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში. სალიცენზიო ობიექტი შეიძლება იყოს ტექნოლოგიური ხასიათის ნებისმიერი დამუშავება, მასალა თუ შენადნობი, ნივთიერება, მკურნალობის მეთოდი, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების წესი, ორგანიზაციული, ფინანსური, მმართველობითი ხასიათის ცნობები და ა.შ. ლიცენზიის გაყიდვის ნებართვის მისაღებად აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, რომელთაგან ძირითადია სალიცენზიო პასპორტი, გაყიდვის მიზანშეწონილობის ტექნიკურეკონომიკური დასაბუთება და სარეკლამო ტექნიკური აღწერის პროექტი.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები