ფირმის თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:21, 14 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფირმის თეორია - (theory of the firm) - მიკროეკონომიკური თეორიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხსნის ფირმის ქცევას და ახდენს მისი საქმიანობის პროგნოზირებას, განსაკუთრებით ფასწარმოქმნასა და პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებით. იგი განიხილავს აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორიცაა წარმოების ტექნოლოგიის შერჩევა, სარეკლამო საქმიანობა, პროდუქციის განახლება, საინვესტიციო და სადივიდენდო პოლიტიკა და ა.შ.