უმუშევრობის ბუნებრივი დონის ჰიპოთეზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:13, 16 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უმუშევრობის ბუნებრივი დონის ჰიპოთეზა - (natural rate of unemployment hypothesis), ნეოკლასიკოსთა თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ეკონომიკას ახასიათებს ტენდენცია ავტომატურად მიაღწიოს წონასწორობას უმუშევრობის ბუნებრივი დონის პირობებში, ე.ი. წარმოების პოტენციურად სრული მოცულობის პირობებში. უმუშევრობის ბუნებრივი დონის ჰიპოთეზას მხარს უჭერენ მონეტარიზმის მომხრეებიც.