მენახირის ბალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:18, 23 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მენახირის ბალი - Cerasus incana (Pall.) Spach
მენახირის ბალი ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება. მისი ჩვეულებრივი სამყოფელია ქვაღორღიანი და კლდოვანი ადგილები, სადაც ხარობს სხვა ბუჩქებთან — გრაკლასთან, ხორციფერასთან ერთად. ძალიან დატოტვილი, 40-50 სმ-დან 2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. ფოთლები ზედა მხრიდან მწვანეა, ქვედა მხრიდან კი ქეჩისებრ შებუსვილია და ამის გამო თეთრ ფერს იძენს. ყვავილები კაშკაშა ვარდისფერია, მოკლეყუნწიანი ან მჯდომარე, ტოტებზე ჯგუფად განლაგებული.
ნაყოფი პატარა ზომის კურკიანაა, ბურთივით მრგვალი, წითელი.