ამპურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:19, 23 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამპურა - Sorbus graeca (Lodd. ex Spach) Lodd. ex S. Schauer აჭარ. – დათვის ბაბა, გარ.კახ. — კომშა, კომშარა, მეგრ. – თუხთიში ბაცუ, მთიულ. – პურადა, პურისგულა, პურგულა, საპურე, მესხ. – პურისცომა, ხევს. - სამპურა
ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი - ამპურა გვხვდება მეჩხერ ტყეში, ღია კლდოვან ადგილებსა და კლდის ნაშალზე. იზრდება მთის ტყეშიც, საკმაოდ მაღლა, თითქმის ტყის ზედა საზღვრამდე. ამპურა ჩვენში თითქმის ყველგანაა გავრცელებული. ამპურა პატარა ზომის ხეა, ზოგჯერ ბუჩქადაც იზრდება, 2-3 მ სიმაღლისაა. ფოთოლი ქვედა მხრიდან თეთრია, ქეჩისებრ შებუსვილი, დაკბილული, ზედა მხარე მწვანეა და შიშველი. ყვავილი თეთრია, ყვავილედი – ფარი. ნაყოფი მომრგვალოა, წითელი ფერის.