ენდოპლაზმური ქსელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:26, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ენდოპლაზმური ქსელი – (endocytoplas reticulum; ბერძნ. endon შიგნით + plasma გამოძერწილი, გაფორმებული და reticulum ქსელი; სინონიმი ციტოპლაზმური ქსელი, ენდოპლაზმური რეტიკულუმი) – მემბრანებით შემოზღუდული ვაკუოლების, მილაკებისა და ღრუების სისტემით წარმოდგენილი ორგანოიდი, რომელიც უზრუნველყოფს ციტოპლაზმაში ნივთიერებათა ტრანსპორტირებას.