ეუკოლიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:43, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეუკოლიოზი – (eucoleosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Eucoleus + ბერძნ. osis დაავადება) – ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Eucoleus annulatus პარაზიტობს პირის ღრუს, ჩიჩახვისა და საყლაპავი მილის კედლებში. გავრცელებულია ყველგან. ავადდებიან ქათმები, ინდაურები.
სიმპტომები გართულებული ყლაპვის აქტი და სუნთქვა. შესაძლებელია ფრინველი დაიღუპოს.