კოღოები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:18, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოღოები – (Culicidae; ლათ. aculeus ნესტარი) – სისხლმწოვი მწერების ოჯახი; მიეკუთვნება Nematocera-ს ქვერაზმს, Diptera-ს რაზმს. უპირატესად გავრცელებული სახეობები მიეკუთვნება Aedes-ის (აედესი), Culex-ისა (კულექსი) და Anopheles-ის (ანოფელესი) გვარებს. ისინი შებინდების ჟამის მწერებია, აქტიურდებიან დილით და საღამოს, სუსტი განათებისას. სისხლს წოვენ მხოლოდ მდედრი ინდივიდები, რაც ცხოველის მოუსვენრობას იწვევს. მათი ნერწყვი ტოქსიკურია.
კოღოები არიან მრავალი დაავადების (ენცეფალიტი, ცხენის ინფექციური ანემია, ბოცვრის მიქსომატოზი, ბრუცელოზი, ჯილეხი, ანაპლაზმოზი, ფილარიატოზი, მალარია და სხვ.) აღმძვრელების გადამტანები. მამრი ინდივიდები მცენარეების წვენებით იკვებებიან.