ალუზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:45, 2 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალუზია – (ფრანგ. allusion – ნართაული მინიშნება), ქვეტექსტის გამოხატვის მძლავრი საშუალება თეატრალურ ხელოვნებაში იქმნება სიტყვის ინტონირებით, მიმიკის, ჟესტის, პოზის შემწეობით. ალუზია ფართოდ გამოიყენება რეჟისურაში მხატვრული მიზანსცენირებისათვის, სცენოგრაფიაში მეტაფორული ან პარაბოლური სახისმეტყველებისათვის.