ამირანიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირანიანი“ – ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ძეგლი, თქმულებების საერთო სახელწოდება, ამირანის საგმირო ქმედებანი, რაც ბოლოს კავკასიონის ქედზე მისი მიჯაჭვით მთავრდება.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით იგი არის ნადირობის ქალღმერთის დალისა და უცნობი მონადირის შვილი. ამირანი ებრძვის და ამარცხებს ბოროტ ძალებს დევებს, ქაჯებს, გველეშაპებს. მას მხარში უდგანან მზეთუნახავი ყამარი და ძმები ბადრი და უსუპი. ბოლოს იგი ომს უცხადებს ღმერთებსაც, რის გამოც დაიმსახურებს ესოდენ მკაცრ სასჯელს.

მეცნიერთა ვარაუდით, ეს თქმულება შექმნილია 3500 წლის წინათ. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, „ამირანიანიანის“ სიუჟეტური ეპიზოდები გამოხატულია გვიანი ბრინჯაოს ხანის მცხეთის ბრინჯაოს სარტყელსა და ყაზბეგის განძის ბრინჯაოს ითიფალურ ფიგურებზე. ადრინდელ თქმულებებში ამირანს სჯიდა ყამარის მამა, ცა-ღრუბლების გამგებელი. დროთა განმავლობაში ამბავმა და პერსონაჟებმა მრავალი ცვლილება განიცადეს. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წარმართულ ეპიზოდებს ქრისტიანულიც დაემატა (კერძოდ, პირიმზე ქრისტემ შეცვალა).

ვარაუდობენ, რომ ანტიკური ხანის პრომეთეს მითი დაკავშირებულია „ამირანიანთან“. მასვე მიიჩნევენ „ამირანდარეჯანიანის“ ერთ-ერთ ძირითად წყაროდ. შედარებით ფოლკლორისტიკასა და მითოლოგიაში იგი მნიშვნელობით გათანაბრებულია გილგამეშისა და პრომეთეს ეპიკურ ძეგლებთან.

ამირანის ფერხული – ადრინდელ საფერხულო მისტერიებში ბოროტი ძალების დაძლევა მხოლოდ მთავარ ღვთაებას შეეძლო. ამირანის ფერხულში ეს ძალა უკვე ნახევრად ღვთაებრივი წარმოშობის ადამიანის ხელშია. ამირანის ფერხული ქართული ტრაგედიის საწყისად არის მიჩნეული.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები