ან-პვე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:51, 3 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ან-პვე – ბირმის მუსიკალურ-კომედიური წარმოდგენის სახეობა. მასში მონაწილეობენ მოცეკვავე ქალი და 2 კომიკოსი, რომლებიც ცეკვების შუალედში გაითამაშებენ მხიარულ სცენებს.
ან-პვეს დადგმები განსხვავდებიან ბირმის კლასიკური დრამისაგან ფორმის თავისუფლებით. ცეკვა და სიმღერა გაერთიანებულია. დიდი ადგილი ეთმობა ქალთა სოლო ცეკვებს. შემსრულებლები ბავშვობიდან ეუფლებიან ან-პვეს ხელოვნებას სპეციალიზებულ სკოლებში.