აუტო-საკრამენტალე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:44, 3 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აუტო-საკრამენტალე – (ესპ. auto – ერთიანი, ლათ. sacramentalis – წმიდათაწმიდა, სარიტუალო) – ერთმოქმედებიანი დრამატული წარმოდგენა ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებზე. როგორც რელიგიურ-ალეგორიული დრამა წარმოიშვა ესპანეთსა და პორტუგალიაში (დაახლ. მე-14 ს.).
მე-16-17 სს. აუტო-საკრამენტალე გადაიქცა საზეიმო სანახაობად, იმართებოდა ღია ცის ქვეშ საგანგებოდ შექმნილ ფიცარნაგზე და როგორც წესი ახლდა მასიური პროცესია-მსვლელობანი. დიდაქტიკურ შინაარსთან ერთად, იგი შეიცავდა ფარსის სატირულ ელემენტებს. აუტო-საკრამენტალეს ტექსტები შექმნეს აღორძინების ეპოქის დიდმა დრამატურგებმა: ლოპე დე ვეგამ (დაახლ. 400-მდე), ტირსო დე მოლინამ, კალდერონმა.
აუტო-საკრამენტალე აკრძალულ იქნა 1765 წელს.