აფსარუნტის თეატრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:00, 4 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აფსარუნტის თეატრი – უძველესი თეატრი კოლხეთში. ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობით, კოლხეთის ქ. აფსარუნტში (გვიანდ. აფსარუ) აეტის ტრაგიკულად დაღუპული შვილის (მედეას მიერ მოკლული ძმა) აფსირტეს სახელის უკვდავსაყოფად დაარსებულ იქნა თეატრი და იპოდრომი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად კოლხეთში მოპოვებული ნივთები, კერძოდ, ბაკხოსის და მიმოსის ქანდაკებები, მსახიობთა ნიღბები და თეატრალურ შეჯიბრებაში გამოსახულებანი ჭურჭელზე ცხადჰყოფენ მაღალი დონის სანახაობრივი კულტურის არსებობას კოლხეთში.
დ. ჯანელიძე