ბედოიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:17, 5 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბედოიო — იავანური (ინდონეზია) სასახლის კარის თეატრის სახეობა; ცეკვა-პანტომიმა. ასრულებენ ქალიშვილები ნაციონალური ორკესტრისა და მომღერალთა გუნდის თანხლებით (თუკი წარმოდგენას ესწრებოდა სულთანი, ბედოიოში მონაწილეობდა 9 მოცეკვავე, მის გარეშე – 7). ბედოიო აგებულია ფოლკლორულ სიუჟეტებზე, ასრულებდნენ თავადებისა და სულთანის სასახლის კარზე. მასში მონაწილეობდნენ ქალად გადაცმული ბიჭებიც თავადთა ოჯახებიდან. ჩვენს დროში ბედოიო შეტანილია იავანის სახალხო დღესასწაულებშიც.