გეიშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:34, 8 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გეიშა – (იაპ. 芸者 „ხელოვანი“), იაპონელი მომღერალი და მოცეკვავე ქალი (ცნობილია მე-18 საუკუნიდან); სახალხო და სატაძრო ზეიმების განუყრელი მონაწილე. აკომპანემენტის სახით უკრავდა სიმებიან ან დასარტყამ ნაციონალურ ინსტრუმენტებზე. მე-18-19 საუკუნეებიდან მოყოლებული, მსახიობ მამაკაცებს, რომლებიც ასრულებდნენ კომიკურ სიმღერებს, საცეკვაო პანტომიმას (და ა.შ.) ერქვათ ოტოკო-გეიშა (ოტოკო-მამაკაცი).