ოქროთვალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:08, 9 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოქროთვალა – (Chrysops; ბერძნ. chrysos ოქრო + opa თვალი) – მწერების გვარი; მიეკუთვნება Tabanidae-ს ოჯახს (ბუზანკალები), Diptera-ს რაზმს. ისინი მცირე ზომის სხეულის (6-10 მმ) მქონე ბუზანკალებია, რომელთაც ოქროსფერი თვალები და ჭრელადშეღებილი ფრთები აქვთ. ოქროთვალები არიან ტულარემიისა და ჯილეხის აღმძვრელების, სხვადასხვა ვირუსისა და ტრიპანოსომების გადამტანები.